вторник, 20 апреля 2010 г.


ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (RAM) რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10−9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0 ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეხსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან, მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.

არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე.


სისტემური ბლოკი

სტაციონალური პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი წარმოადგენს კარკასს, რომელშიც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის კვანძები : ძირითადი(დედა) პლატა, ადაპტერი, კვების ბლოკი,დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა (CD-ROM), ვინჩესტერი, დინამიკი, მართვის ღილაკები, ტაქტური სიხშირის გადამრთველი, ოპერატიული მეხსიერების პლატა, ვიდეო პლატა, ქსელური პლატა,აუდიო პლატა, პროცესორი და სხვა. უკანა მხარეს ჩანს გამთიშველები კაბელების შესაერთებლად. კვების ბლოკის შიგნით აყენებენ ცენტრალურ პროცესორთან დამაკავშირებელ მოწყობილობებს და გაფართოების პლატებს. კარკასი იხურება სახურავით. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული სისტემური ბლოკის სამი ფორმა: Tower (კოშკი), Mini Tower (მინი კოშკი) და Desktop(ბრტყელი).

  1. Tower-ის გაბარიტები დიდია და იგი საშუალებას იძლევა მასში მოთავსდეს დიდი რაოდენობის ბლოკები. ხშირ შემთხვევაში მას იატაკზე დებენ.
  2. Mini Tower-ში ძირითადად პლატას ვერტიკალურად აყენებენ, ხოლო მასზე დამაგრებულ პლატებს ჰორიზონტალურად.
  3. Desktop-ში სისტემური ბლოკი ყენდება გარკვეული კუთხით. ძირითადი პლატა ყენდება ჰორიზონტალურად, ხოლო მასში დასაყენებელი პლატები - ვერტიკალურად.

вторник, 13 апреля 2010 г.


კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუტბუკ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.