სისტემური ბლოკი
სტაციონალური პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი წარმოადგენს კარკასს, რომელშიც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის კვანძები : ძირითადი(დედა) პლატა, ადაპტერი, კვების ბლოკი,დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა (CD-ROM), ვინჩესტერი, დინამიკი, მართვის ღილაკები, ტაქტური სიხშირის გადამრთველი, ოპერატიული მეხსიერების პლატა, ვიდეო პლატა, ქსელური პლატა,აუდიო პლატა, პროცესორი და სხვა. უკანა მხარეს ჩანს გამთიშველები კაბელების შესაერთებლად. კვების ბლოკის შიგნით აყენებენ ცენტრალურ პროცესორთან დამაკავშირებელ მოწყობილობებს და გაფართოების პლატებს. კარკასი იხურება სახურავით. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული სისტემური ბლოკის სამი ფორმა: Tower (კოშკი), Mini Tower (მინი კოშკი) და Desktop(ბრტყელი).
- Tower-ის გაბარიტები დიდია და იგი საშუალებას იძლევა მასში მოთავსდეს დიდი რაოდენობის ბლოკები. ხშირ შემთხვევაში მას იატაკზე დებენ.
- Mini Tower-ში ძირითადად პლატას ვერტიკალურად აყენებენ, ხოლო მასზე დამაგრებულ პლატებს ჰორიზონტალურად.
- Desktop-ში სისტემური ბლოკი ყენდება გარკვეული კუთხით. ძირითადი პლატა ყენდება ჰორიზონტალურად, ხოლო მასში დასაყენებელი პლატები - ვერტიკალურად.
0 коммент.:
Отправить комментарий